Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > მინისტრის მოადგილის ვიზიტი საფრანგეთში

მინისტრის მოადგილის ვიზიტი საფრანგეთში

02.12.2015 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება. 1 დეკემბერს მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო 21-ე საუკუნის ერთიანი ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის შემუშავებისთვის გამართულ ევროპის საბჭოს კომიტეტის შეხვედრაში. ლევან ხარატიშვილი კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის საკითხებში ევროპის საბჭოს კომიტეტის ოფიციალური წევრია. 

ერთიანი ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის შემუშავების საკითხი 2015 წლიდან განსაკუთრებით აქტუალური გახდა, როდესაც ხელი მოეწერა „ნამურის დეკლარაციას“. დოკუმენტი გულისხმობს 21-ე საუკუნეში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ერთიანი ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის ხელახალ გააზრებას, დაცვას, გაფრთხილებას, განვითარებასა და თანამედროვე ცხოვრებაში მისი იდენტობის შენარჩუნებაზე ზრუნვას.

„ნამურის დეკლარაციის“ ხელმოწერის შემდეგ ევროსაბჭოს ქვეყნების ხელმძღვანელმა პირებმა აქტიურად დაიწყეს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის შემუშავებაზე ზრუნვა. მათი აზრით, კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური კრიზისები, ასევე დემოგრაფიული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კულტურულ მემკვიდრეობაზე. სწორედ ამიტომ, ევროპელი ექსპერტები შეიმუშავებენ სტრატეგიას, რომელიც ერთიანი ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. 

„ნამურის დეკლარაციის“ ხელმომწერი ევროპის საბჭოს ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა.  
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthდეკემბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 2223 24 25 26 27
28 29 30 311 23
456 78910

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge