თეატრალური პრემია „დურუჯი 2015“
24.10.2015
24 ოქტომბერს, ივენთ ჰოლში თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“ გამარჯვებულს, ნიკოლოზ საბაშვილს კულტურის სამინისტროს მიერ სადადგმო ხარჯისათვის დაწესებული სპეციალური ფულადი პრემია გადასცა.
ნომინაციაში საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი (პრემია 14 000 ლარი) გამარჯვებული გახდა ლევან წულაძე; საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (პრემია 2 000 ლარი) „დურუჯი“ დაიმსახურა მარინა კახიანმა; საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში (პრემია 2 000 ლარი;) გაიმარჯვა ვანო იანტბელიძემ; ნომინაციაში საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი (პრემია 2 000 ლარი) დასახელდნენ პაატა ციკოლია და ოთარ ქათამაძე; ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, 10 000 ლარის ოდენობით, გადაეცა ნიკოლოზ საბაშვილს.
იხილეთ
ფოტოგალერეა