Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ელისო ბოლქვაძეს „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ წოდება მიენიჭება

ელისო ბოლქვაძეს „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ წოდება მიენიჭება

16.10.2014
UNESCO-ს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას გადაწყვეტილებით ცნობილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ (UNESCO Artist for Peace) წოდება მიენიჭება. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც „UNESCO“-ს საპატიო წოდება ქართველ ხელოვანს ენიჭება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს ქალბატონ ელისოს ამ დამსახურებას და მის შემოქმედებით თუ საქველმოქმედო საქმიანობაში კიდევ უფრო დიდ წარმატებას უსურვებს.

ელისო ბოლქვაძემ „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ წოდება საკუთარი პროფესიონალიზმის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის გამო დაიმსახურა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს ეხმარება.

„UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის“ არიან კულტურის დარგში მოღვაწე ცნობილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ძირითადად ეს ის გამოჩენილი ადამიანები არიან, ვინც საკუთარი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს UNESCO-ს კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში.

დღეისათვის „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ სტატუსს ატარებს მსოფლიოს 54 ხელოვანი. მათ შორის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორიცაა ხოაკინ კორტესი, სელინ დიონი, ვლადიმირ სპივაკოვი, დანილო პერესი, მარკუს მილერი და სხვა.
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthოქტომბერი 2014Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
29 30 1 2 3 4 5
6 7 8 910 11 12
13 14 15 16 17 1819
20 21 22 2324 2526
27 28 29 3031 12
3 4 5 6 7 89

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge