Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ბეჟან შველიძის საიუბილეო კატალოგის პრეზენტაცია

ბეჟან შველიძის საიუბილეო კატალოგის პრეზენტაცია

07.10.2015 7 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში მხატვარ ბეჟან შველიძის საიუბილეო კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მხატვარი ბეჟან შველიძე და კატალოგზე მომუშავე საორგანიზაციო ჯგუფის წევრები გაუძღვნენ.

ისტორიული ფოტომასალით მდიდარ კატალოგში, მკითხველი და დამთვალიერებელი მხატვრის შემოქმედებას გაეცნობა. ორენოვან ალმბომში, შესულია ბეჟან შველიძის 1960-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული ნახატები და კვლევითი მასალა ხელოვანის შემოქმედების შესახებ. ტექსტის ავტორია ფილოსოფოსი დავით ანდრიაძე; ფოტოგადაღება და დიზაინი ირინა აბჟანდაძეს  ეკუთვნის.

ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია,  რომელიც საკუთარ ნამუშევრებში იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას აღწერს. მხატვარი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი დღემდე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს დამსახურებული მხატვარი და მხატვართა კავშირის პრემიის ლაურეატია. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის „ტრეტიაკოვის“ გალერეასა და ბერლინის ჰილგემანის კერძო კოლექციებში. 


იხილეთ ფოტოგალერეა 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthოქტომბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge