Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
სიახლე > ალბომი „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“

ალბომი „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“

09.11.2015 9 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა დაესწრნენ.

ალბომი აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მასში თავმოყრილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ცხრამეტი უძრავი ძეგლისა (ბედიის, ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, კამანის, ილორის, მოქვის და სხვა ეკლესია-მონასტრები) და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის (მოქვის ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, ბიჭვინთის მოზაიკა, ბედიის ბარძიმი  და სხვ.) უახლესი ფოტომასალა, ასევე ამ ძეგლების ისტორიული, არქიტექტურული და ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა. ალბომი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოამზადა.  

ალბომს „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ თან ერთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ერთიანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სია, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მითითებით. ალბომის გამოცემა ემსახურება აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

იხილეთ ფოტოგალერეა
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthნოემბერი 2015Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 1213 14 15
16 17 18 19 20 2122
2324 25 26 27 28 29
30 1 2 3 4 5 6

© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge