მხარდაჭერილი პროექტები
თეატრალური ხელოვნების მიმართულებით მხარდაჭერილი პროექტები
კონკურსი "თარგმნილი პიესა 2016“
ა(ა)იპ მიხეილ თუმანიშვილის სახ. თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი 2006 წლიდან სისტემატურად ატარებს კონკურსებს „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. წლების მანძილზე, კონკურსების შედეგად გამოვლენილი პიესები დამკვიდრდა საქართველოს თეატრების რეპერტუარში. ასევე, ბოლო წლებში, რამდენიმე ახალი ქართული პიესა წარმატებით დაიდგა უცხოური თეატრების სცენებზე.
მიმდინარე წელს კონკურსის „თარგმნილი პიესა“ გამარჯვებულები არიან: I პრემია - 2 500 ლარი - დავით გაბუნია - ბრაიან ფრილი, „თარგმანები“; II პრემია - 1 500 ლარი - მალხაზ ასლამაზიშვილი - ბრანისლავ ნუშიჩი, „საეჭვო პიროვნება“; III პრემია - 1 000 ლარი - ირინა ჯავახაძე - თორნთონ უაილდერი, „ბეწვზე გადარჩენილები“. კონკურსის საპრემიო ფონდი სამინისტროს მიერ დაფინანსდა.
ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ გამოცემის ხელშეწყობა
საქართველოში ამჟამად არსებულ ერთადერთ სათეატრო პროფესიულ გამოცემას საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. მისი გამომცემელია ა(ა)იპ თეატრალური კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება. ჟურნალის ფურცლებზე აისახება მიმდინარე სათეატრო პროცესები, ქვეყნდება რეცენზიები, შემოქმედებითი პორტრეტები, დიალოგები, ისტორიული და კვლევითი ხასიათის ნაშრომები.
11 რეგიონული პროფესიული სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა
სსიპ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლის „ზამთარი მაგიდის ქვეშ“ დადგმა;
სსიპ ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლის „რწყილი და ჭიანჭველა“ დადგმა;
სსიპ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლის „მე ის ვარ“ დადგმა;
სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - გასტროლი თურქეთში, ქ. სიდეში სპექტაკლით „მერი პოპინსი“;
სსიპ ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - გასტროლი თურქეთში, ქ. სიდეში სპექტაკლით „ჯაყო“ (მ. ჯავახიშვილის მიხედვით);
სსიპ გორის გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლის „იის სურნელი თოვლში“ დადგმა;
სსიპ ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლის ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ დადგმა;
სსიპ ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლის ნ. დუმბაძის „ბოშები“ დადგმა (რეჟისორი გ. ჟორდანია);
სსიპ გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლის ი. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ დადგმა;
სსიპ დმანისის ზ. კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლის ლ. ბუღაძის „ნავიგატორი“ დადგმა;
სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლის „აივანი“ დადგმა.
ქართულ-გერმანული ერთობლივი სპექტაკლი „მრისხანება“
სსიპ მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ქ. ფრაიბურგის (გერმანია) თეატრის ერთობლივი სპექტაკლი ქართველი და გერმანელი მსახიობების მონაწილეობით; პიესის ავტორი და რეჟისორია გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი ნინო ხარატიშვილი.
თბილისის პროფესიული სახელმწიფო თეატრების ხელშეწყობა სადადგმო ხარჯით
სსიპ თბილისის გ. მიქელაძის სახ. თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლის „წუნა და წრუწუნა“ დადგმა;
სსიპ თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლების რადიარდ კიპლინგის „მაუგლი“ და უილიამ შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“ დადგმა;
თეატრი ათონელზე - სპექტაკლის „ჰელვერის ღამე“ დადგმა; რეჟისორი კობა სხილაძე, მონაწილეობენ მსახიობები: ლაურა რეხვიაშვილი და რამაზ იოსელიანი.
სსიპ თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლები დასავლეთ საქართველოში
გასტროლები მიმდინარე წლის 11-15 იანვარს გაიმართა ქალაქებში: ქუთაისი, საჩხერე, ჭიათურა. იმერეთის რეგიონის პატარა მაყურებელმა იხილა საახალწლო წარმოდგენა, ჭიათურაში სპექტაკლები „ბაში-აჩუკი“ და „ჩვენ გველის დიდება“ ქართული თეატრის დღისა და ჭიათურის თეატრის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნე საქართველოს რეგიონებში
მარჯანიშვილის თეატრი 2016 წლის 25 ივლისიდან 4 ივლისის ჩათვლით გასტროლებს გამართავს ქალაქებში: ოზურგეთი, ზუგდიდი, მესტია, ახალციხე, ხულო. წარმოდგენილი იქნება შექსპირის „როგორც გენებოთ“, რეჟისორი ლ. წულაძე. წარმოდგენები გაიმართება ღია ცის ქვეშ, მაყურებელს ექნება სპექტაკლებზე უფასოდ დასწრების საშუალება. გასტროლი ეძღვნება შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს.
სსიპ თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი კოლომბოს და ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე
სსიპ თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მიმდინარე წლის 30 მარტიდან 4 აპრილამდე მონაწილეობა მიიღო კოლომბოს (შრი-ლანკა) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ქორეოგრაფიული წარმოდგენით „კარმენი“, დამდგმელი ქორეოგრაფი კ. ფურცელაძე; თეატრი 12-18 აპრილს წარდგა.
ბუდაპეშტის (უნგრეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით მ. გორკის „ფსკერზე“, რეჟისორი დ. დოიაშვილი.
სსიპ თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პეტერბურგის საერთაშორისო ფესტივალზე
22 მაიის სსიპ თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მონაწილეობას მიიღებს პეტერბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „ცისარტყელა“. ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“, რეჟისორი მ. ბერიკაშვილი.
სსიპ თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნე უკრაინასა და მოლდოვაში
20-დან 30 მაისამდე გრიბოედოვის თეატრი გასტროლებს გამართავს ქალაქებში: ხერსონა, ნიკოლაევი, ოდესა, კიშინოვი. წარმოდგენილი იქნება ლევ ტოლსტოის „ცხენის ისტორია“, რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი. გასტროლების ფარგლებში თეატრი მონაწილეობას მიიღებს ხერსონის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „ტავრიის მელპომენა“ და კიშინოვის საერთაშორისო თეატრალურ ბიენალეზე „ეჟენ იონესკო“.
სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მიდთაუნის (აშშ, ნიუ-იორკი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
27 ივლისიდან 8 აგვისტომდე სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მონაწილეობას მიიღებს მიდთაუნის (აშშ, ნიუ-იორკი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. საფესტივალო პროგრამაში კინომსახიობთა თეატრი სამჯერ წარმოადგენს სპექტაკლს ეჟენ იონესკოს „მელოტი მომღერალი ქალი“. გასტროლის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შემოქმედებითი ჯგუფის შეხვედრა ნიუ-იორკის ქართულ დიასპორასთან.
თეატრალური დეკადა „ნოდარ დუმბაძის თეატრი“
ოზურგეთი, ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, 5-15 ივლისი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და სამინისტროს მხარდაჭერით დეკადა მიმდინარე წელს პიველად გაიმართება. მასზე წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური თეატრალური დასების მიერ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპაექტაკლები. წელს დეკადაში მონაწილეობას მიიღებს ლიტვური თეატრი. თეატრალური დეკადა სამ წელიწადში ერთხელ გაიმართება. დეკადის ფარგლებში აღინიშნება ნ. დუმბაძის დაბადების დღე - 14 ივლისი.
ქართული თეატრის დღისა და ჭიათურის თეატრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
მიმდინარე წლის 14 იანვარს სსიპ ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართული თეატრის დღისა და ჭიათურის თეატრის 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად სამინისტრომ მასშტაბური ღონისძიება გამართა. თეატრის ფოიეში მოეწყო ჭიათურის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა, სცენაზე გაიმართა საზეიმო საღამო. ღონისძიებას საქართველოს თეატრების წარმომადგენლები, სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საღამოს დასასრულს, თეატრის ტერიტორიაზე, გაიხსნა ჭიათურის თეატრის ღვაწლმოსილიო მსახიობის როდერ ჩაჩანიძის ვარსკვლავი.
მსახიობ ჯემალ ღაღანიძის მოგონებები „ჩემი რუსთაველის თეატრი - რაცა ვარ, ესა ვარ“
ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნში მსახიობი თავად მოუთხრობს მკითხველს საკუთარი შემოქმედებითი გზის, რუსთაველის თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენების, საზოგადოებისათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობების შესახებ. წიგნი-ალბომის ტიპის გამოცემა უხვად იქნება ილუსტრირებული.
გამოჩენილი ქართველი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომისა და მსახიობის მხატრული კითხვის ნიმუშების აუდიოჩანაწერის გამოსაცემად მომზადება
თეატრისა და კინოს თვალსაჩინო მსახიობის, დრამატული ხელოვნების საქვეყნოდ აღიარებული ოსტატის ოთარ მეღვინეთუხუცესის შემოქმედების ამსახველი წიგნი-ალბომის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში. გამოცემის პოტენციური მკითხველი და მომხმარებელი იქნება როგორც სპეციალისტთა წრე, ასევე ხელოვნებით დაინტერესებული, მსახიობის შემოქმედების თაყვანისმცემელი ფართო საზოგადოება.
მსახიობების პიერ და ბადრი კობახიძეების საიუბილეო გამოფენა
პროექტის ორგანიზატორია სსიპ თეატრისა და კინოს მუზეუმი. გამოფენა ეძღვნება ცნობილი თეატრალური ოჯახის წარმომადგენლების, მამა-შვილის, პიერ კობახიძის 110 და ბადრი კობახიძის 90 წლის საიუბილეო თარიღებს. საქართველოს სახალხო არტისტი პიერ კობახიძე მარჯანიშვილის თეატრის პირველი თაობის მსახიობთა წარმომადგენელია; იყო ურიელის როლის ერ-ერთი ცნობილი შემსრულებელი კ. მარჯანიშვილის საეტაპო სპექტაკლში „ურიელ აკოსტა“. მსახიობი და რეჟისორი ბადრი კობახიძე მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, იყო მ. თუმანიშვილის თეატრალური ძიებების მონაწილე, რუსთაველის თეატრის ცნობილი „შვიდკაცას“ წევრი.
ინტერაქტიული თეატრალური პროექტი „ქორო“
პროექტის ორგანიზატორია ა(ა)იპ კავკასიის საერთაშორისო კულტურული პროგრამების ბიურო, ხორციელდება ფრანგული მხარის, კერძოდ ლიონის თეატრალური ჯგუფის „იმიჟ აგუ“ მონაწილეობით. ვორქშოპების გზით, საქართველოში, შეირჩევა რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობი, რომლებიც ივნის-ივლისში გაემგზავრებიან ლიონში ინტერაქტიულ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ფარგლებში, ასევე, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, გაიმართება ვორქშოპები და მრგვალი მაგიდები კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით.
საქართველოს რეგიონების პროფესიული სახელმწიფო თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა
წლის ბოლომდე ხელი შეეწყობა საქართველოს 8 რეგიონული პროფესიული თეატრის (ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, თელავის დრამატული, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა, ახალციხისა და ბორჯომის თოჯინების თეატრები) სადადგმო და საგასტროლო პროექტებს.
მ. თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი
თბილისი, 2016, ოქტომბერი-ნოემბერი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიოში სახელგანთქმული დასები, თეატრები და თეატრალური კომპანიები თავიანთი უახლესი რეპერტუარით.
სამინისტროს ნომინაცია თეატრალურ ფესტივალზე „დურუჯი“
თეატრალურ ფესტივალზე „დურუჯი“ სამინისტროს მიერ დაწესებული ნომინაციის „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“ 2015 წლის ლაურეატ ნიკოლოზ საბაშვილს ხელი შეეწყობა სადადგმო ხარჯით 10 000 ლარის ფარგლებში საქართველოს რომელიმე პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი სპექტაკლის დასადგმელად.
თეატრისა და კინოს 5 მაგისტრანტი რეჟისორის სამაგისტრო სპექტაკლების განხორციელება რეგიონების თეატრებში
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთი მაგისტრანტი რეჟისორის სამაგისტრო სპექტაკლები დაფინანსდება სადაგმო ხარჯით. სპექტაკლები განხორციელდება რეგიონულ პროფესიულ თეატრებში. შედეგად დებიუტანტ რეჟისორებს მიეცემათ შემოქმედებითი იდეებისა და პროფესიული უნარების რეალიზების საშუალება, რეგიონის თეატრების რეპერტუარს კი ახალი სპექტაკლები შეემატება.
კოტე მახარაძის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად მსახიობის მონოსპექტაკლების DVD კრებულის გამოცემა
კრებულში შევა ერთი მსახიობის თეატრში კოტე მხარაძის მიერ განხორციელებული ცნობილი სპექტაკლები: „ილია“, „აკაკი“ და „ბაგრატიონები“.