Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში

მხარდაჭერილი პროექტები
 
 

ლიტერატურის მიმართულებით მხარდაჭერილი პროექტები


თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის ფესტივალი ყოველწლიურად საგამოფენო ცენტრში "ექსპო - ჯორჯია" პავილიონში მაისის თვეში იმართება. აღნიშნულ ფესტივალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2004 წლიდან  უწყობს ხელს. მასში მონაწილეობს 60-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის  წიგნის გამომცემლობები და წიგნის გამავრცელებლები, ასევე საერთაშორისო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები.
ფესტივალს   60 000 - ზე მეტი ვიზიტორი ყავს, აგრეთვე მას სტუმრობენ უცხოელი გამომცემლები და ავტორები. 
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და დამთვალიერებლისთვის მიმზიდველია - ეწყობა ახალი გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, მათ შორის ცნობილ უცხოელ ავტორებთან, ასევე სხვადასხვა სახის გათამაშებები, ღონისძიებები, საბავშვო ლიტერატურის კუთხე და ა.შ. ფესტივალი ხელს უწყობს მკითხველების, ავტორების, გამომცემლობების ინტერესების თანხვედრას და ზოგადად ქვეყანაში წიგნის პოპულარიზაციას, წიგნიერების დონის ამაღლებას.


პროექტი "ერთჯერადი ვაუჩერი საქართველოს ბიბლიოთეკებისათვის"

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის" ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება პროექტი "ერთჯერადი ვაუჩერი საქართველოს ბიბლიოთეკებისათვის".
პროექტში მონაწილეობს საქართველოს 66 მთავარი ბიბლიოთეკა (1 თბილისის და 65 რეგიონული). პროექტი მიზნად ისახავს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსებას ახალი გამოცემებით და ამ გზით მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას.


თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

2015 წლიდან, სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ "მწერალთა სახლი" ახორციელებს პროექტს "თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი", რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში, უშუალო კონტაქტების განვითარებას ქართველ მკითხველს, მწერლებსა და უცხოელ ავტორებს შორის ფესტივალის ფარგლებში გამართული შეხვედრების და დისკუსსიების, ვორკშოპების და სხვადასხვა ღონისძიებების ფორმით.            


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და "მწერალთა სახლის" ერთობლივი ლიტერატურული პრემია "ლიტერა"

ლიტერატურული პრემია "ლიტერა" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა. 
"ლიტერა", სხვა ნომინაციებთან ერთად, გამარჯვებულებს ორ ისეთ მნიშვნელოვან ნომინაციაში ავლენს, როგორიცაა "წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი" და "წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი". პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.
კონკურსში "ლიტერა" მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში წიგნად ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ხოლო გამომცემლობებს კი თითო ნომინაციაში ხუთი წიგნის წარდგენის უფლება აქვთ. 2016 წელს საკონკურსოდ შემოსული 99 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 22 გადავიდა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

 
  • წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი 
  • წლის საუკეთესო დებიუტი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი
  • ​წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი

აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ წელს "ლიტერას" ნომინაციების რაოდენობა ზრდა იგეგმება.    


ფესტივალი "წიგნი და მუსიკა"

ფესტივალი ხელს უწყობს წიგნისა და ლიტერატურის სფეროში მიღწეული შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობას, წიგნიერების დონის ამაღლებას, საგამომცემლო სექტორის განვითარებას, ქართული საზოგადოებისათვის ევროპული კულტურის გაცნობა. 
ფესტივალი 2016 წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მისი განმასხვავებელი ნიშანი, წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთდ, მუსიკისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანებაა. სწორედ აღნიშნული მრავალფეროვნებისა და ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების შედეგად, ფესტივალს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებშიც.
პროგრამის ფარგლებში, ფესტივალს სამომავლოდ ეყოლება სტუმარი ქვეყანა, რომლის ლიტერატურა, მუსიკა და კულინარიაც მოექცევა ფესტივალის ფოკუსში და თბილისის "ივენთ ჰოლში" მისულ დამთვალიერებელს ამ ქვეყნის კულტურის უკეთ გაცნობაში დაეხმარება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალი თბილისთან ერთად რეგიონული ფესტივალის სტატუსსაც ატარებს და დედაქალაქში გამართული ღონისძიებების შემდეგ ფესტივალის გამართვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი.     


ქართული ლიტერატურული პერიოდიკის გამოცემის ხელშეწყობა

ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ "მწერალთა სახლი" აცხადებს კონკურსს, რომლის ფარგლებშიც წლის მანძილზე ხელი შეეწყობა სალიტერატურო ჟურნალების, მათ შორის საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას. აღნიშნული კონკურსის მიზანია სალიტერატურო პროცესების გააქტიურების ხელშეწყობა, თანამედროვე ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია, დრამატურგია და ა.შ) და საბავშვო ლიტერატურის განვითარება, საუკეთესო ახალი ნაწარმოებების წარმოჩენა, სალიტერატურო კრიტიკის განვითარება, ბავშვებში კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 
მიმდინარე წელს ხელი ეწყობა ჟურნალების "არილი", "ახალი საუნჯე" და საბავშვო ჟურნალის "დილა" გამოცემას.    


ლიტერატურული კონკურსების ხელშეწყობა

პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია ლიტერატურული კონკურსების მხარდაჭერა, სალიტერატურო პროცესების განვითარების, მწერალთა სტიმულირების მიზნით. 
მხარდაჭერილი ლიტერატურული კონკურსები - "წერო", "გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი (მინიატურა)", "ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი (წლის საუკეთესო თარგმანი)", საბავშვო ლიტერატურული კონკურსი "გალაქტიონობა - 2016".    


"წიგნის ხელოვნების ცენტრის" ხელშეწყობა

2014 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხელს უწყობს ა(ა)იპ "წიგნის ხელოვნების ცენტრის" საქმიანობას უწყობს, რომლის მიზანია საქართველოში წიგნის დიზაინისა და ილუსტრაციის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველი წიგნის დიზაინერებისა და ილუსტრატორების პროფესიული დონის ამაღლება, კავშირის დამყარება ქართველ და უცხოელ გამომცემლებთან და წიგნის საერთაშორისო ბაზარზე მათი ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა, წიგნის დიზაინის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ამაღლება და ქვეყანაში წიგნის ხელოვნების კრიტიკული განხილვის და შეფასების ტრადიციის განვითარებაში წვლილის შეტანა, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით სტუდენტების და ახალგაზრდა წიგნის ხელოვანების ჩართულობა. 
"წიგნის ხელოვნების ცენტრის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია "თბილისის წიგნის დღეები", რაც გულისხმობს საბავშვო წიგნის ილუსტრაციებისა და წიგნის ხელოვნების ფესტივალს. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით.


საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა

თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს მნიშვნელოვანწილად საგამომცემლო სექტორის აქტიური მუშაობა წარმართავს. სწორედ მისი არსებობა განსაზღვრავს შემოქმედთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასაც. 
მწერლებისა და საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა პრიორიტეტი, რომელიც ხელს უწყობს გამომცემლების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელებას თანადაფინანსებით.
აღნიშნული პრიორიტეტი ემსახურება წლის მანძილზე შემოსული საგამომცემლო სექტორის ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც შეესაბამებიან პროგრამის მიზნებს და ხელს უწყობენ ქვეყანაში წიგნისა და ლიტერატურის განვითარებას.
პრიოროტეტის ფარგლებში, 2016 წელს 50-მდე დასახელების წიგნისა და წიგნი-ალბომის გამოცემაა დაგეგმილი.

 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthაპრილი 2021Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789
© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge