-
საქართველოში ფოლკლორის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და სამეცნიერო-კვლევითი თუ პრაქტიკულ-შემოქმედებითი ხასიათის პროექტების განხორციელება;
-
სულიერი საგანძურის - ჩვენი ტრადიციული კულტურის შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა, მეცნიერული შესწავლა, მხატვრულ-შემოქმედებითი გააზრება-ინტერპრეტაცია, ახალგაზრდა თაობებისათვის გაცნობა-გადაცემა;
-
ქართული ტრადიციული ხელოვნების - ჩვენი უძველესი ხალხური მუსიკის და შუა საუკუნეების საეკლესიო პოლიფონიის, ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგების ხელშეწყობა;
-
წინაპრებისა თუ თანამედროვე თაობების შრომითა და თავდადებით შექმნილი საგანძურის მოძიება და შენახვა;
-
თანამედროვე ყოფითი კულტურის, ხალხური ხელოვნების, თუნდაც დაბალი ხარისხის ნიმუშების დაფიქსირება-შესწავლა;
-
ერთი მხრივ - ჩვენამდე მოსული მაღალი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-პოპულარიზაცია, ხოლო მეორე მხრივ - ტრადიციული ხელოვნების შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე ზრუნვა;
-
ეროვნული, ტრადიციული კულტურის მოღვაწეების, შემოქმედებითი კოლექტივებს თანადგომა;
-
რეგიონებში ტრადიციული მუსიკის ოსტატთა, მაღალი დონის ანსამბლების, ამა თუ იმ კუთხის სიმღერის მცოდნე ასაკოვანი ლოტბარებისა და რეგენტების, სიმღერა-გალობის მცოდნეთა და მასწავლებელთა ხელშეწყობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების დროული დაფიქსირება და ახალგაზრდა თაობებისათვის გაზიარება;
-
ეროვნული ტრადიციული საგანძურის გადარჩენა-განვითარებისათვის ცენტრის წარმომადგენლობების დაარსება საქართველოს რეგიონებში;
-
სასწავლო-სალოტბარო დაწესებულებების შექმნა;
-
ახალგაზრდული შემოქმედებითი კოლექტივების ("ბიჭები", "ბასიანი", ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო გუნდი, "შვიდკაცა", "დიდგორი", "მძლევარი", "აღსავალი", "სახიობა"...), ღვაწლმოსილი და ახალგაზრდული ანსამბლების ("სუხიშვილები", "რუსთავი", "ერისიონი"...) ხელშეწყობა;
-
ქართული ეროვნული ტრადიციული კულტურის შემდგომი პოპულარიზაცია, ქართველ შემოქმედთა, მაღალი პროფესიული დონის კოლექტივების, ღვაწლმოსილი თუ ახალგაზრდა მკვლევრების შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა - როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
-
საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, ჩვენი ხალხური შემოქმედების სხვა ძეგლების ზოგად-საკაცობრიო მნიშვნელობისა და მაღალი სულიერ-ესთეტიკური ღირებულების სათანადოდ წარმოჩენა და მათი აღიარება UNESCO-ს მიერ კაცობრიობის მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის შედევრებად;
-
თანამშრომლობა ყველა იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ფონდებთან, სამეცნიერო ინსტიტუციებთან და შემოქმედებით კოლექტივებთან, რომელნიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის იღწვიან და ემსახურებიან ჩვენს უნიკალურ კულტურულ საგანძურს.