Eng
ქარ
Toggle navigation
სიახლე
განცხადებები
ჩვენ შესახებ
სტრუქტურა
სამინისტროს დებულება
პრიორიტეტები
ვაკანსიები
სამართლებრივი აქტები
ინსტიტუციები (სსიპ)
ფოტოგალერეა
საჯარო ინფორმაცია
ბმულები
კონტაქტი
წლიური ანგარიში
მხარდაჭერილი პროექტები
სახელოვნებო განათლების მიმართულებით მხარდაჭერილი პროექტები
პროფესიული განათლების ხელშეწყობა
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბება, პროფესიული საგანმანათლებლო სფეროს პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის პროფესიული განვითარების სრული და თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბრის N05/97 ბრძანების „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ პროფესიული სახელოვნებო განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თანახმად, სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
ამჟამად პროფესიული პროგრამებს ეუფლება სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის 36 სტუდენტი.
საერთაშორისო მასტეკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილეობის ხელშეწყობა
პროგრამის მიზანია სსიპ სასწავლებლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების ხელშეწყობა, საერთაშორისო მასტერკლასებზე, ვორქშოფებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, კონკურს-ფესტივალებზე მონაწილეობის მიღების ხელშეწყობით. სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარე წელს საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე უკვე გაემგზავრა 9 ახალგაზრდა შემსრულებელი, ჩატარდა 2 კონკურს-ფესტივალი.
უცხოეთის სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებში სამინისტროს მიერ ხელშეწყობილი სტუდენტების სწავლის მხარდაჭერა
პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, საერთაშორისო განათლების ხარისხის, აკადემიური პროგრამების და თანამშრომლობის განვითარება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ამჟამად უცხოეთის პრესტიჟულ უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებლების საბაკალავრო საფეხურზე სწავლას აგრძელებს 7 სტუდენტი, რომლებმაც გასულ წლებში მოიპოვეს სამინისტროს სასწავლო გრანტი. წარმატებული აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, სამინისტრო გააგრძელებს მათი სწავლის ხელშეწყობას.
სსიპ უმაღლესი სახელოვნებო უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამების ხელშეწყობა
პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, აკადემიური განათლების ხელშეწყობა. სამინისტრო ყოველწლიურად უწყობს ხელს სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის 43 მაგისტრანტს სამაგისტრო პროგრამების სწავლის საფასურით.
საქართველოს რეგიონებიდან შეჩეული განსაკუთრებული სამუსიკო ნიჭით დაჯილდოებული ათი მოსწავლის პანსიონის ხარჯით უზრუნველყოფა
ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმეიფო კონსერვატორიასთან არსებულ სემინარიაში თბილისელ მოსწავლეებთან ერთად სწავლობს საქართველოს რეგიონებიდან შერჩეული განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭის მქონე 10 მოსწავლე. მოსწავლეები უფასოდ სწავლობენ სემინარიაში და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში „ჩვენი სკოლა“, ხოლო სამინისტრო ფინანსურად უზრუნველყოფს ამ მოსწავლეებისთვის საგანგებოდ დაარსებულ „ახალი ტიპის პანსიონს“, რომელშიც გათვალისწინებულია ათივე მოსწავლის ბინის ქირის, კვებისა და მათი კურატორის ხარჯები.
Search for:
Events Calendar
იანვარი 2021
ორშ.
სამშ.
ოთხშ.
ხუთშ.
პარ.
შაბ.
კვ.
28
29
30
31
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
6
7
© ყველა უფლება დაცულია
ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge