Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში

პრიორიტეტები
 
 

 ზოგადი ამოცანები
 
  • რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის დარგში არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ყველა შესაბამისი საკითხის (მატერიალური, არამატერიალური, ბუნებრივი მემკვიდრეობა) ადეკვატურად ასახვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის შექმნა და კანონის აღსრულების გაძლიერება;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების გაძლიერების გზით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მონიტრინგის ხელშეწყობის მიზნით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის შესაბამისი გადამზადების პროგრამების განვითარება;
  • პასუხისმგებლობების გადანაწილება, გამიჯვნა და ძალისხმევის კოორდინაცია სხვადასხვა ინსტიტუტსა და დაინტერესებულ მხარეს შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხთან დაკავშირებით (სახელმწიფო, კერძო მფლობელი, რელიგიური კონფესიები და სხვ.);
  • მატერიალური, არამატერიალური და ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის (მათ შორის, საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის და უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის) გამოვლენა, ინვენტარიზაცია, კატეგორიების განსაზღვრა, კლასიფიკაცია და რუკაზე დატანა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ახალი განსაზღვრებების (მაგ.: კულტურული ლანდშაფტი[1], ურბანული მემკვიდრეობა, ციფრული მემკვიდრეობა და სხვ.) დამკვიდრება;
  • კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზების შექმნა, განვითარება და მასზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფოთაშორისი კულტურული მარშრუტების განვითარება და საქართველოს ჩართვა საერთაშორისო კულტურულ მარშრუტებში (მაგ., „ევროპის კულტურული მარშრუტების პროგრამა“) ეკონომიკური განვითარების, კულტურათაშორისი დიალოგის, საერთაშორისო თანამშრომლობის, ქსელებისა და კლასტერების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით;
  • არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ;
  • კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის (გაცვლითი პროგრამები, რეზიდენციები, კვლევითი ლაბორატორიები) მხარდაჭერა;
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო პოპულარიზაცია და მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის წარმოჩენა.
[1]ადამიანისა და ბუნების ერთობლივი შემოქმედების ნაყოფი. მაგ: კულტივირებული ტერასები, ბაღები, წმინდა ადგილები.

 

 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

 
  • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შესწავლა, შენარჩუნება და გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (ზეპირსიტყვიერება, რეწვის მეთოდები, საშემსრულებლო ხელოვნება, სოციალური პრაქტიკა, ცოდნა და სხვ.) სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა;
  • ქართულ ტრადიციულ საშემსრულებლო ხელოვნებასთან, საზოგადოებრივ პრაქტიკასთან და ხელოსნობასთან დაკავშირებული ნივთებისა (ინსტრუმენტები, არტეფაქტები და სხვ.) და სივრცეების დაცვა; მათი გამოვლენისა და აღნუსხვის (შეგროვება, კატალოგიზაცია) სისტემის განვითარება, სათანადოდ შენახვისა და მათზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;
  • ტრადიციული ხელოსნობის, მისი გამოხატვის მრავალფეროვანი ფორმების, შესაბამისი ცოდნისა და უნარების შემდგომი თაობებისთვის გადაცემის მხარდაჭერა;
  • ტრადიციული, საერო და საკულტო არქიტექტურის გამოვლენის, შესწავლის, დაცვისა და კონსერვაციის, შესაბამისი ცოდნისა და უნარების შემდგომი თაობებისთვის გადაცემის მხარდაჭერა;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ და მისი სიცოცხლისუნარიანობის გაზრდისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება, საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის გზით;
  • ქართველური ენებისა და დიალექტების, ქართული დამწერლობისა და ანბანის კვლევისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
  • საფრთხის წინაშე მყოფი ენების (განსაკუთრებით, აფხაზური ენის), როგორც ქართული იდენტობის ნაწილის, ასევე, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, დაცვისა და განვითარების მხარდაჭერა.
 

 მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

 
  • მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია, კონსერვაცია, რეაბილიტაცია და შენარჩუნება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • ქალაქმშენებლობის, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტაციასა და რეგიონული განვითარების გეგმებში კულტურული ღირებულების მქონე შენობების, კომპლექსების, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ლანდშაფტების დაცვის საკითხების გათვალისწინება;
  • კულტურული ფასეულობებით ვაჭრობის ლეგალური ბაზრის ეფექტური კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმების (რეესტრი, აუქციონები) შექმნის ხელშეწყობა, არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად;
  • ერთიანი ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება დაკარგული ან ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობების საქართველოსთვის რესტიტუციის მიზნით; საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება (ინტერპოლთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან) კულტურულ ფასეულობათა მესაკუთრისთვის დაბრუნების მიზნით;
  • კულტურული მემკვიდრეობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო ცენტრისა და თანამედროვე ტექნიკის უახლესი მიღწევებით აღჭურვილი ექსპერტიზის ლაბორატორიის ჩამოყალიბება;
  • რისკების მართვის  გეგმის შემუშავება და პრევენციული ღონისძიებების გატარება კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი კატასტროფებისა და ადამიანის ქმედებით გამოწვეული საფრთხეებისგან დასაცავად (მაგ. საევაკუაციო გეგმა ომიანობის თუ ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში და სხვ.)
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩასატარებილი სამუშაოებისა და მისი მოვლა პატრონობის შესახებ ერთიანი ინსტრუქციებისა და გზამკვლევების, შემუშავებისა და გავრცელების გზით;
  • კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და არქეოლოგიური საკვლევაძიებო სამუშაოების მხარდაჭერა, ასევე, კვლევის პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წახალისება;
  • მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დიგიტიზაცია (ვირტუალური მუზეუმები, ძეგლები და კულტურული ლანდშაფტი, ონლაინპლატფორმები).
 

 ბიბლიოთეკები და არქივები

 
  • საბიბლიოთეკო სფეროს სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეგულირების გაუმჯობესება;
  • თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა ორგანიზაციასთან (სერვისების განვითარების სააგენტო და ა.შ.) თანამშრომლობის გზით, ბიბლიოთეკების მრავალფუნქციურ დაწესებულებად და საზოგადოებრივ ცენტრებად ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, სასწავლო და საგანმანათლებლო ღონისძიებების და სოციალიზაციის მხარდაჭერას;
  • ბიბლიოთეკების მხარდაჭერა კითხვის ჩვევის განვითარებისა და კითხვის პოპულარიზაციის პროგრამების შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების განათლებას;
  • ბიბლიოთეკებში, საჯარო მომსახურებათა დახვეწისა და ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების (მაგ. მობილური ბიბლიოთეკები) დანერგვისა და გამოყენების მხარდაჭერა;
  • ბიბლიოთეკების ხელშეწყობა კოლექციებისა და საარქივო მასალების ციფრირების, ინტერნეტ-ბიბლიოთეკების განვითარების პროცესში, რაც გაზრდის სხვადასხვა მასალაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკების  ონლაინ სასწავლო ცენტრებად ჩამოყალიბებას;
  • ბიბლიოთეკების მასალებსა და რესურსებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის გათვალისწინებით;
  • სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მხარდაჭერა;
  • არქივების მხარდაჭერა კულტურული ფასეულობების შენარჩუნებასა და დაცვაში. საარქივო კოლექციებისა და მასალების ციფრირების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით;
  • არქივებსა და სახელმწიფო, საგანმანათლებლო, კვლევით თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, არქივებში დაცული კულტურული ფასეულობების, მასალების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მათი გამოყენების წახალისების მიზნით.
 

 მუზეუმები

 
  • მუზეუმის თანამშრომელთათვის ფორმალური და არაფორმალური სასწავლო პროგრამების განვითარება, რაც გააუმჯობესებს მუზეუმების მენეჯმენტს, ხელს შეუწყობს მათ პოპულარიზაციას და გააძლიერებს თანამშრომელთა შესაძლებლობებს, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზების კუთხით;საქართველოს ერთიანი სამუზეუმო ფონდის დაცვის და შევსების მხარდაჭერა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და ქვეყნიდან გადინების თავიდან აცილების მიზნით;
  • მუზეუმების წახალისება ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური მეთოდების, ინტერაქტიული ელექტრონული მომსახურების, მრავალფეროვანი პროგრამული აპლიკაციების განვითარებასა და გამოყენებაში, სხვა მუზეუმებთან, კულტურულ ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გზით;
  • ქართული კულტურული მემკვიდრეობის ციფრირების მხარდაჭერა, მემკვიდრეობის შენარჩუნების, საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდის, კვლევის წახალისებისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით;
  • მუზეუმებში სხვადასხვა სახის პროგრამების, მათ შორის, საბავშვო პროგრამების განვითარება და მუზეუმების საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • გიდების გადამზადება თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი უნარებით აღჭურვის მიზნით;
  • პროფესიული ცოდნისა და სამუზეუმო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და კოორდინაციის ახალი მოდელების შემუშავების მხარდაჭერა.

 



 
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthიანვარი 2021Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567
© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge