მუზეუმები
პრიორიტეტები სამუზეუმო საქმიანობის მიმართულებით
- მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა;
- სამუზეუმო საქმის მენეჯმენტის განვითარება საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად;
- მუზეუმების პოპოულარიზაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ;
- სამუზეუმო საქმის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების მომზადებისა და გამოცემისთვის ხელშეწყობა;
- საერთაშორისო სამუზეუმო ინსტიტუციებთან თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და სამუზეუმო პრაქტიკის გაზიარების მიზნით;
- საქართველოს მუზეუმების კოლექციების ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შექმნისა და დანერგვისთვის მხარდაჭერა საქართველოს მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, სისტემატიზაციის, საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდის, კვლევის წახალისებისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით;
- პრევენციული ღონისძიებების გატარება სამუზეუმო ფასეულობათა დაცულობის მიზნით;
- მუზეუმის, როგორც საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულების განვითარების ხელშეწყობა.
ამოცანები
-
მუზეუმის თანამშრომელთათვის ფორმალური და არაფორმალური სასწავლო პროგრამების განვითარება, რაც გააუმჯობესებს მუზეუმების მენეჯმენტს, ხელს შეუწყობს მათ პოპულარიზაციას და გააძლიერებს თანამშრომელთა შესაძლებლობებს, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზების კუთხით;საქართველოს ერთიანი სამუზეუმო ფონდის დაცვის და შევსების მხარდაჭერა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და ქვეყნიდან გადინების თავიდან აცილების მიზნით;
-
მუზეუმების წახალისება ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური მეთოდების, ინტერაქტიული ელექტრონული მომსახურების, მრავალფეროვანი პროგრამული აპლიკაციების განვითარებასა და გამოყენებაში, სხვა მუზეუმებთან, კულტურულ ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გზით;
-
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ციფრირების მხარდაჭერა, მემკვიდრეობის შენარჩუნების, საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდის, კვლევის წახალისებისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით;
-
მუზეუმებში სხვადასხვა სახის პროგრამების, მათ შორის, საბავშვო პროგრამების განვითარება და მუზეუმების საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- გიდების გადამზადება თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი უნარებით აღჭურვის მიზნით;
- პროფესიული ცოდნისა და სამუზეუმო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და კოორდინაციის ახალი მოდელების შემუშავების მხარდაჭერა.