Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში

კონკურსები

  • ყველა კონკურსი
  • სამინისტროს მიერ გამოცხადებული
  • სხვა უწყებების მიერ გამოცხადებული
  • საერთაშორისო უწყებების მიერ გამოცხადებული

ბათუმი 2018: კონკურსი მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ეროვნული გუნდების ჩაცმულობაზე

​2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს დიზაინერთა კონკურსს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ოლიმპიური ნაკრები გუნდების სამოსზე.
2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს დიზაინერთა კონკურსს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ოლიმპიური ნაკრები გუნდების სამოსზე.
 
კონკურსის პირობები:
  • კონკურსი ღიაა, როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები დიზაინერებისათვის;
  • ესკიზები უნდა იყოს შექმნილი კონკრეტულად ამ კონკურსისთვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელში;
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 ესკიზი - ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა უნიფორმა;
  • კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოსი იქმნება მოჭადრაკეებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათს ჭადრაკის დაფასთან მსხდომნი ატარებენ და სამოსი, შესაბამისად, უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერებელი და კომფორტული;
  • ესკიზები უნდა იყოს გასაგები - მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ქსოვილის ტიპი;
  • ნაკრების ფორმა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 კომპონენტისგან (შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს დამატებითი დეტალები კონკურსანტის მხრიდან):ვაჟების შემთხვევაში - შარვალი, პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - ჟილეტი, ჰალსტუხი)
  • ქალების შემთხვევაში - ქვედა (ერთიანი კაბა, შარვალი, ბრიჯი, ქვედაბოლო), ბლუზონი ან პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - შარფი);
  • ნაკრების ფორმა უნდა იყოს საშემოდგომო (ოლიმპიადა იმართება შემოდგომაზე - 23 სექტქმბრიდან 6 ოქტომბრამდე);
  • მასალად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილი, შესაბამისად, ესკიზები ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას;
  • შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ეროვნული სიმბოლიკა (თუმცა, არ არის სავალდებულო).
  • კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვალსაჩინოდ ჩანდეს საქართველოს გერბი;
  • გასათვალისწინებელია კომპანია „სოკარის“ ლოგოს განთავსება მოხსნა-დამაგრების საშუალებით. 

გასათვალისწინებელი ფაქტორი:
  • სამოსი საშუალებას უნდა იძლეოდეს, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები ამ ფორმებით ახერხებდნენ როგორც ყოველდღიურ თამაშებს, ასევე ღირსეულად წარსდგნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე საქართველოს სახელით.
  • არჩეულ ესკიზში ჟიურის წევრებმა, შესაძლოა, შესწორებები შეიტანონ. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარადგინონ 2018 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; uniform@batumichess.com
 
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები დასაჩუქრდებიან ფულადი თანხითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
 
ქალთა და ვაჟთა სამოსი განიხილება ცალ-ცალკე.
 
საუკეთესო სამეულს აარჩევს სპეციალური ჟიური:
დიზაინერები - იკა ბობოხიძე და თეონა თავართქილაძე,
კონსულტანტები - თამარ და ბასა ფოცხიშვილები.
 
ჟიურის მუშაობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები;
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი ნანა იოსელიანი.
 
საუკეთესო სამეულიდან (როგორც მამაკაცების, ასევე ქალების) საუკეთესოს კი საქართველოს მოსახლეობა სოციალური ქსელის გამოკითხვის შედეგად აარჩევს ოლიმპიადის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე - batumi2018.
 
გამარჯვებული ესკიზების მიხედვით საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდებისთვის სამოსის შეკერვას უზრუნველყოფს 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

ევროპის 2019 წლის მუზეუმის პრემია

ევროპის მუზეუმების ფორუმი აცხადებს კონკურსს - ევროპის 2019 წლის მუზეუმის პრემია.

ევროპის მუზეუმების ფორუმი / European Museum Forum წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლის მხარდაჭერით. ​
​​
EMYA / European Museum Year Award - ევროპის წლის მუზეუმის პრემია ევროპის წლის მუზეუმის პრემია (EMYA) შეიქმნა სამი ბრიტანელი დამფუძნებლის - კენეტ ჰადსონის, რიჩარდ ჰოგარტისა და ჯონ ლეტსის მიერ 1977 წელს და ხორციელდება ევროპის საბჭოს ეგდით. 

კონკურსი მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის სამუზეუმო სცენაზე, ხელს უწყობს ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ. 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა - 16 აპრილი, 2018.

2019 წლის კონკურსში მონაწილეობის პირობები: 

ახალი მუზეუმი ან მუზეუმი, სადაც მოხდა მასშტაბური რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია (არაუმეტეს 3 წლის მანძილზე);

დროებითი ან „ნახევრად მუდმივი“/”Semi-permanent” ექსპოზიციები. მუზეუმები/გამოფენები ღია/დასრულებული უნდა იყოს ჟიურის წევრის ვიზიტის დროისთვის (ზაფხული - ადრეული შემოდგომა 2018) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2019 წლის ივნისის ბოლომდე;

მუზეუმები/გამოფენები, რომელიც გახსნილია 3 წელზე მეტი ხნის მანძილზე აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის, არ შეესამება კონკურსის პირობებს. 

მუზეუმს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუ მონაწილეობას იღებდა წინა კონკურსებში (2016-2018 წწ.).

გთხოვთ, გაეცნოთ დეტალური ინფორმაციას კონკურსის, პრემიისა და მონაწილეობის შესახებ შემდეგ ბმულზე: EMYA 2019  

„ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“

მოისმინე წინა საუკუნეში ბებიები, ბაბუების ახალგაზრდობის ამბები და შეაგროვე მათი მოგონებები. მიიღე მონაწილეობა ისტორიის კონკურსში „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“ 2017/2018 წლებში. შენ მიიღებ არა მარტო სიამოვნებას წარსულში მოგზაურობითა და ახალი აღმოჩენებით, არამედ შეგიძლია გახდე დიდი დაჯილდოების მონაწილე.

გაიმარჯვე, მოიგე ფასიანი საჩუქრები ან მიიღე შანსი რომ წახვიდე ბერლინში, ისტორიის ბანაკში!

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.imsa.ge

კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მწერალთა სახლის ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“

მწერალთა სახლი კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს.
მწერალთა სახლი კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი
  • წლის საუკეთესო დებიუტი
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2017 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ; თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა; კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ივნისის დასაწყისში წარადგენს.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 7/8 ივნისს.

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:

- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე;

- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლიარად);

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@writershouse.ge

ტელ: +99532 297 41 01; 297 41 02
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthაპრილი 2021Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789
© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge