Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში

კონკურსები

  • ყველა კონკურსი
  • სამინისტროს მიერ გამოცხადებული
  • სხვა უწყებების მიერ გამოცხადებული
  • საერთაშორისო უწყებების მიერ გამოცხადებული

სამინისტროს პრიორიტეტებით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესაბამისად პროექტების და საკონკურსო განაცხადების მიღება და დაფინანსება

განაცხადის ფორმა

განაცხადის დაზუსტების ფორმა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის შესრულების ანგარიში

ხართაღრიცხვა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

კონკურსი 2018: „ექსპერიმენტული პროექტების ხელშეწყობა“

კონკურსის პირობები


გამარჯვებული პროექტები 
 

ბათუმი 2018: კონკურსი მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ეროვნული გუნდების ჩაცმულობაზე

​2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს დიზაინერთა კონკურსს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ოლიმპიური ნაკრები გუნდების სამოსზე.
2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს დიზაინერთა კონკურსს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ოლიმპიური ნაკრები გუნდების სამოსზე.
 
კონკურსის პირობები:
  • კონკურსი ღიაა, როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები დიზაინერებისათვის;
  • ესკიზები უნდა იყოს შექმნილი კონკრეტულად ამ კონკურსისთვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელში;
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 ესკიზი - ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა უნიფორმა;
  • კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოსი იქმნება მოჭადრაკეებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათს ჭადრაკის დაფასთან მსხდომნი ატარებენ და სამოსი, შესაბამისად, უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერებელი და კომფორტული;
  • ესკიზები უნდა იყოს გასაგები - მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ქსოვილის ტიპი;
  • ნაკრების ფორმა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 კომპონენტისგან (შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს დამატებითი დეტალები კონკურსანტის მხრიდან):ვაჟების შემთხვევაში - შარვალი, პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - ჟილეტი, ჰალსტუხი)
  • ქალების შემთხვევაში - ქვედა (ერთიანი კაბა, შარვალი, ბრიჯი, ქვედაბოლო), ბლუზონი ან პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - შარფი);
  • ნაკრების ფორმა უნდა იყოს საშემოდგომო (ოლიმპიადა იმართება შემოდგომაზე - 23 სექტქმბრიდან 6 ოქტომბრამდე);
  • მასალად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილი, შესაბამისად, ესკიზები ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას;
  • შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ეროვნული სიმბოლიკა (თუმცა, არ არის სავალდებულო).
  • კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვალსაჩინოდ ჩანდეს საქართველოს გერბი;
  • გასათვალისწინებელია კომპანია „სოკარის“ ლოგოს განთავსება მოხსნა-დამაგრების საშუალებით. 

გასათვალისწინებელი ფაქტორი:
  • სამოსი საშუალებას უნდა იძლეოდეს, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები ამ ფორმებით ახერხებდნენ როგორც ყოველდღიურ თამაშებს, ასევე ღირსეულად წარსდგნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე საქართველოს სახელით.
  • არჩეულ ესკიზში ჟიურის წევრებმა, შესაძლოა, შესწორებები შეიტანონ. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარადგინონ 2018 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; uniform@batumichess.com
 
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები დასაჩუქრდებიან ფულადი თანხითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
 
ქალთა და ვაჟთა სამოსი განიხილება ცალ-ცალკე.
 
საუკეთესო სამეულს აარჩევს სპეციალური ჟიური:
დიზაინერები - იკა ბობოხიძე და თეონა თავართქილაძე,
კონსულტანტები - თამარ და ბასა ფოცხიშვილები.
 
ჟიურის მუშაობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები;
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი ნანა იოსელიანი.
 
საუკეთესო სამეულიდან (როგორც მამაკაცების, ასევე ქალების) საუკეთესოს კი საქართველოს მოსახლეობა სოციალური ქსელის გამოკითხვის შედეგად აარჩევს ოლიმპიადის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე - batumi2018.
 
გამარჯვებული ესკიზების მიხედვით საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდებისთვის სამოსის შეკერვას უზრუნველყოფს 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

„აბრეშუმის გზა ახალგაზრდების თვალით“

UNESCO-მ გამოაცხადა ფოტოკონკურსი „აბრეშუმის გზა ახალგაზრდების თვალით“. 
UNESCO-მ გამოაცხადა ფოტოკონკურსი „აბრეშუმის გზა ახალგაზრდების თვალით“.

კონკურსის მიზანია გაზარდოს აბრეშუმის გზის საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობა ახალგაზრდებში და წაახალისოს ისინი გადაიღონ ამ მემკვიდრეობის ამსახველი მხატვრული ფოტოები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 26 წლამდე ახალგაზრდებს. მონაწილეები იყოფიან ორ კატეგორიად: 14-17 წელი და 18-25 წელი. ყოველი ასაკობრივი კატეგორიიდან დასახელდება სამ-სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან პროფესიონალური ფოტოკამერებით. მათ ასევე დაუფინანსდებათ მგზავრობა დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც გაიმართება მ.წ. სექტემბერში.

ფოტოების მიღება ხორციელდება მ.წ. 15 ივლისამდე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://unescosilkroadphotocontest.org 

ევროპის 2019 წლის მუზეუმის პრემია

ევროპის მუზეუმების ფორუმი აცხადებს კონკურსს - ევროპის 2019 წლის მუზეუმის პრემია.

ევროპის მუზეუმების ფორუმი / European Museum Forum წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლის მხარდაჭერით. ​
​​
EMYA / European Museum Year Award - ევროპის წლის მუზეუმის პრემია ევროპის წლის მუზეუმის პრემია (EMYA) შეიქმნა სამი ბრიტანელი დამფუძნებლის - კენეტ ჰადსონის, რიჩარდ ჰოგარტისა და ჯონ ლეტსის მიერ 1977 წელს და ხორციელდება ევროპის საბჭოს ეგდით. 

კონკურსი მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის სამუზეუმო სცენაზე, ხელს უწყობს ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ. 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა - 16 აპრილი, 2018.

2019 წლის კონკურსში მონაწილეობის პირობები: 

ახალი მუზეუმი ან მუზეუმი, სადაც მოხდა მასშტაბური რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია (არაუმეტეს 3 წლის მანძილზე);

დროებითი ან „ნახევრად მუდმივი“/”Semi-permanent” ექსპოზიციები. მუზეუმები/გამოფენები ღია/დასრულებული უნდა იყოს ჟიურის წევრის ვიზიტის დროისთვის (ზაფხული - ადრეული შემოდგომა 2018) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2019 წლის ივნისის ბოლომდე;

მუზეუმები/გამოფენები, რომელიც გახსნილია 3 წელზე მეტი ხნის მანძილზე აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის, არ შეესამება კონკურსის პირობებს. 

მუზეუმს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუ მონაწილეობას იღებდა წინა კონკურსებში (2016-2018 წწ.).

გთხოვთ, გაეცნოთ დეტალური ინფორმაციას კონკურსის, პრემიისა და მონაწილეობის შესახებ შემდეგ ბმულზე: EMYA 2019  

„ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“

მოისმინე წინა საუკუნეში ბებიები, ბაბუების ახალგაზრდობის ამბები და შეაგროვე მათი მოგონებები. მიიღე მონაწილეობა ისტორიის კონკურსში „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“ 2017/2018 წლებში. შენ მიიღებ არა მარტო სიამოვნებას წარსულში მოგზაურობითა და ახალი აღმოჩენებით, არამედ შეგიძლია გახდე დიდი დაჯილდოების მონაწილე.

გაიმარჯვე, მოიგე ფასიანი საჩუქრები ან მიიღე შანსი რომ წახვიდე ბერლინში, ისტორიის ბანაკში!

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.imsa.ge

კონკურსი 2018: საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა ტრადიციული სახალხო დღესასწაულებისა და საიუბილეო ღონისძიებების მხარდაჭერა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, 16 აპრილის, #03/141 ბრძანება, ხელოვნების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ/ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული პირების (პროექტის განმახორციელებლის) მიერ სამინისტროში წარმოსადგენი ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე

 
საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა ტრადიციული სახალხო დღესასწაულებისა და საიუბილეო ღონისძიებების მხარდაჭერა

საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა ტრადიციული სახალხო დღესასწაულებისა და საიუბილეო ღონისძიებების მხარდაჭერა_დებულება


გამარჯვებული პროექტები
 

კონკურსი 2018: მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობის ხელშეწყობა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, 16 აპრილის, #03/141 ბრძანება, ხელოვნების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ/ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული პირების (პროექტის განმახორციელებლის) მიერ სამინისტროში წარმოსადგენი ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
​

მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობის ხელშეწყობა
მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობის ხელშეწყობა_დებულება

გამარჯვებული პროექტები


 

კონკურსი 2018: საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის ამსახველი გამოცემების ხელშეწყობა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, 16 აპრილის, #03/141 ბრძანება, ხელოვნების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ/ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული პირების (პროექტის განმახორციელებლის) მიერ სამინისტროში წარმოსადგენი ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
​

საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის ამსახველი გამოცემების (კატალოგი/წიგნი-ალბომი) ხელშეწყობა

გამარჯვებული პროექტები
 

კონკურსი 2018: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრირებული შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, 16 აპრილის, #03/141 ბრძანება, ხელოვნების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ/ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული პირების (პროექტის განმახორციელებლის) მიერ სამინისტროში წარმოსადგენი ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
​

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრირებული შემოქმედებითი აქტივობების (კონცერტი, გამოფენა, დადგმა) ხელშეწყობა

გამარჯვებული პროექტები

 

კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მწერალთა სახლის ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“

მწერალთა სახლი კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს.
მწერალთა სახლი კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი
  • წლის საუკეთესო დებიუტი
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2017 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ; თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა; კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ივნისის დასაწყისში წარადგენს.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 7/8 ივნისს.

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:

- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე;

- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლიარად);

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@writershouse.ge

ტელ: +99532 297 41 01; 297 41 02

კონკურსი 2018: თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, 16 აპრილის, #03/141 ბრძანება, ხელოვნების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ/ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული პირების (პროექტის განმახორციელებლის) მიერ სამინისტროში წარმოსადგენი ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
​

თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობა
იხილეთ გამარჯვებული პროექტები

 

კონკურსი 2018: სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა

 
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, 16 აპრილის, #03/141 ბრძანება, ხელოვნების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ/ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული პირების (პროექტის განმახორციელებლის) მიერ სამინისტროში წარმოსადგენი ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
 
სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა

გამარჯვებული პროექტები

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“

​განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ გამოცხადდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ გამოცხადდა.

სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი,  საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად  დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით.  ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

2018-2019 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად 17 სტიპენდია გაიცემა როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. 

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/UdiTpP

განაცხადების მიღება უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამებზე სახელოვნებო და სპორტის მიმართულებით 2018-2019 სასწავლო წლისათვის

​დაიწყო განაცხადების მიღება  უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამებზე სახელოვნებო და სპორტის მიმართულებით 2018-2019 სასწავლო წლისათვის.
დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამებზე სახელოვნებო და სპორტის მიმართულებით 2018-2019 სასწავლო წლისათვის.
 
უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის "Stipendium Hungaricum" ფარგლებში, 2018-2019 წელს საქართველოს 80 მოქალაქეს საშუალება მიეცემა ისწავლოს უნგრეთში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე სხვადასხვა სფეროში, რომელთაგან პრიორიტეტულია სახელოვნებო და სპორტის მიმართულებები.

პროგრამას ახორციელებენ ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი (უნგრეთი) და ს.ს.ი.პ. განათლების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო).

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 თებერვალი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ს.ს.ი.პ. განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: https://goo.gl/K2ABAX

კონკურსი 2017: მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობის ხელშეწყობა

  • მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • იხილეთ განაცხადის ფორმა
  • იხილეთ გამარჯვებული პროექტები

კონკურსი 2017: შშმ პირთა ინტეგრირებული კონცერტების, გამოფენების, დადგმების ხელშეწყობა

  • შშმ პირთა ინტეგრირებული კონცერტების, გამოფენების, დადგმების ხელშეწყობა;
  • იხილეთ გამარჯვებული პროექტები

კონკურსი 2017: საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითი აქტივობების მხარდაჭერა

  • საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითი აქტივობების (გამოფენა, კონცერტი, საღამო) მხარდაჭერა;
  • იხილეთ გამარჯვებული პროექტები

კონკურსი 2017: სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა

  • სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
  • იხილეთ გამარჯვებული პროექტები

კონკურსი 2017: სახვითი ხელოვნების მიმართულებით თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობა

  • სახვითი ხელოვნების მიმართულებით თბილისსა და რეგიონებში გამოფენების  ხელშეწყობა;
  • იხილეთ გამარჯვებული პროექტები

კონკურსი 2017: იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლოგოს და პრიზის დიზაინის შესაქმნელად

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლოგოს და პრიზის დიზაინის შესაქმნლად.
მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლოგოს და პრიზის დიზაინის შესაქმნლად.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია საბავშვო მწერლებს გადაეცემათ. პრემია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს დაარსდა.

პრემია გაიცემა 13 ნომინაციაში და ყოველწლიური იქნება.

გამარჯვებული პროექტის მიხედვით დამზადდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის პრიზი, ხოლო ავტორს გადაეცემა ჰონორარი - 1000 ლარი.

თითოეული პრიზის დასამზადებლად გამოყოფილია 250 ლარი.

საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში.

საკონკურსო ნამუშევრები მოგვაწოდეთ ამა წლის 15 აპრილიდან 15 მაისამდე ელ. ფოსტაზე info@writershouse.ge; გთხოვთ, წერილს მიუთითოთ თემა - კონკურსი პრიზის შესაქმნელად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ:  +99532 297 41 01; 297 41 02.

კონკურსი კულტურის კალენდარი 2017

კონკურსი კულტურის მცირებიუჯეტიანი ინიციატივებისთვის "კულტურის კალენდარი 2017"- განცხადებების მიღება დაიწყო.

"კავკასიური სახლის" პროექტი "კულტურის კალენდარი" 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება "კავკასიური სახლის" საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.

2015 წლიდან "კავკასიური სახლის" პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოში დარეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.
კონკურსის- "კულტურის კალენდარი"- ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.

კონკურსის ვადები:
"კავკასიური სახლის" კულტურული პროგრამის ღია კონკურსის მესამე ეტაპი მოიცავს პერიოდს 2017 წლის 15 თებერვლიდან 2017 წლის 15 ივნისამდე. შესაბამისად, მცირე კულტურული პროექტებისა და ინიციატივების მოქმედების პერიოდი არ უნდა სცილდებოდეს მოცემულ თარიღებს.

ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ "კავკასიური სახლის" ინფრასტრუქტურით (ეზო, დარბაზი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული პროექტის ჩატარება იგეგმება "კავკასიურ სახლში", გრაფიკი უნდა შეთანხმდეს ღონისძიებების მენეჯერთან.
კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ დანართი).

დამატებითი საბუთები:
** კონკურსში მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების განაცხადები.
** საპროექტო განაცხადს თან დაურთეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 5 თებერვალი.
კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 10 თებერვალს.

პროექტის განაცხადი, გთხოვთ გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Culture.Calendar.CH@gmail.com
http://www.jobs.ge/f…/132722-caucasianhouse-cultcal-form.zip

კონკურსი 2017: ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევად

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ვენეციის 2017 წლის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - ვენეციის ბიენალე 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა "VIVA ARTE VIVA"; კურატორი - ქრისტინ მეისელი.

"VIVA ARTE VIVA" კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეო-ჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.

"Viva Arte Viva" ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენაზე, რაც პოზიტიური და პერსპექტიული ენერგიის დანერგვას გულისხმობს. ამავე დროს, მიზნად ისახავს ხელახლა აღმოაჩინოს ისინი, ვინც ნაადრევად გარდაიცვალა ან ისინი, ვინც მათი ნამუშევრების მნიშვნელობისდა მიუხედავად, საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპას, მის აღმოსავლეთ საზღვრებსა და რუსეთს.

საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის განკუთვნილია 115 კვ.მ. ფართობის სივრცე Artiglierie-ს შენობაში, არსენალეს ტერიტორიაზე. გამარჯვებული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენს 160 000 ლარს. 

კონკურსზე განაცხადების მიღება 2016 წლის 7 ნოემბრიდან 15 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს მაქსიმუმ, 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს.
განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mc@culture.gov.ge

ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ღია კონსულტაციები 2016
წლის 22 ნოემბერს, 29 ნოემბერს და 6 დეკემბერს, 14:00 საათიდან - 16:00 საათამდე.

იხილეთ 

საკონკურსო პირობები და შერჩევის წესი ქართულ ენაზე

საკონკურსო პირობები და შერჩევის წესი ინგლისურ ენაზე

კონცეფცია ქართულ ენაზე


კონცეფცია ინგლისურ ენაზე

საქართველოს ეროვნული პავილიონის ტექნიკური პარამეტრები

კონკურსი 2017: ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის შესარჩევად

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის შესარჩევად.


"პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:

სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი; პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე; უზრუნველყოფს დირიჟორის (დირიჟორების) და რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს სამხატვრო საბჭოსთან  შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს თეატრის დირექტორის კანდიდატურას; თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს.

კანდიდატთა წარდგენის წესი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მუსიკალური ან/და თეატრალური საქმიანობით დაკავებულ (უმაღლესი განათლების მქონე) ფიზიკურ პირს, რომლის მონაცემებიც შეესაბამება კონკურსის პირობების მოთხოვნებს. 

კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

  • წარდგინება მინისტრის სახელზე;
  • კანდიდატის მიერ შედგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა და სამუშაო გეგმა, ასევე უნდა მოიცავდეს ხედვას თეატრის დებულებასა და სტრუქტურაზე.
  • კანდიდატის საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ და მის მიერ წარმოდგენილ თეატრის განვითარების ოთხწლიან სამოქმედო პროგრამასა და სამუშაო გეგმაში აუცილებლად უნდა მიეთითოს, თუ ვის მოიაზრებს თეატრის დირექტორის, მთავარი დირიჟორის, მთავარი ქორმაისტერისა და მთავარი მხატვრის თანამდებობებზე. განვითარების გეგმას თან უნდა ახლდეს სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის მიერ ამ თანამდებობებზე წარდგენილი პიროვნებების წერილობითი თანხმობა.
  • კანდიდატის ვრცელი შემოქმედებითი CV, განხორციელებული დადგმების და/ან კონცერტების ჩამონათვალი, ამონარიდები რეცენზიებიდან;
  • კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი;
  • კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • კანდიდატის ფოტოსურათი;
  • საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბეჭდურ და ელექტრონულ ფორმატში თითო-თითო ეგზემპლარად. 


გადაწყვეტილების მიღების წესი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის კონკურსის წესით შესარჩევი დროებითი სარეკომენდაციო საბჭო, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შეარჩევს შესაბამის კანდიდატს და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს;
საბჭოს წევრებს არა აქვთ კანდიდატთა წარდგენის და საინიციატივო ჯგუფებში მონაწილეობის უფლება.

დოკუმენტაციის მიღების ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2016 წლის 6 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის 17.00 სთ-მდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტელ: 293 14 88.

იხილეთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება
იხილეთ დანართი N1 

სამინისტრო აცხადებს კონკურსებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსებს "წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების" და "წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომის" გამოსავლენად

კონკურსის მიზანი:
თანამედროვე ქართული საკომპოზიტორო და სამუსიკათმცოდნეო შემოქმედების განვითარების სტიმულირება და პოპულარიზაცია. კონკურსებს ხელი შეეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს "ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ღონისძიებიდან "ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების ხელშეწყობა".


კონკურსის პირობები:
  • კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ მუსიკალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს;
  • საკომპოზიტორო კონკურსში მონაწილეობა შეიძლება ნებისმიერი ჟანრის და ფორმის მუსიკალური ნაწარმოებით; ხოლო სამუსიკათმცოდნეო დარგში - ქართული მუსიკის შესახებ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილით ან სამეცნიერო ნაშრომით (წიგნი, სტატია, რეცენზია, ნარკვევი);
  • საკონკურსოდ კონკურსანტმა შესაძლებელია წარმოადგინოს არაუმეტეს ორი ნაწარმოებისა/ნაშრომისა;
  • საკონკურსო ნაწარმოები/ნაშრომი 2016 წელს უნდა იყოს შესრულებული/გამოქვეყნებული საქართველოში და გააჩნდეს საზოგადოებრივი რეზონანსი;
  • საკონკურსოდ არ დაიშვება ადრე შესრულებული/გამოქვეყნებული და 2016 წელს რედაქტირებული ნაწარმოები/ნაშრომი;
  • კონკურსი ტარდება ორ ტურად და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური;
  • კონკურსში გამარჯვებული ერთი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების ავტორს ენიჭება სამინისტროს პრემია 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
  • კონკურსში გამარჯვებული ერთი საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომის ავტორს ენიჭება სამინისტროს პრემია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საკონკურსო მასალების წარმოდგენის პირობები:
  • საკონკურსო პროექტების მიღება იწყება 2016 წლის 1 ნოემბრიდან;
  • საკონკურსოდ შემოტანილ მასალას უნდა ერთვოდეს წერილი მინისტრის სახელზე კონკურსის დასახელების მითითებით, მასში აღნიშნული უნდა იყოს ნაწარმოების/ნაშრომის სათაური და მისი პირველი შესრულების/გამოქვეყნების შესახებ მოკლე ინფორმაცია;
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა ან კლავირი 6 ეგზემპლარად, აგრეთვე CD აუდიო/ვიდეო ჩანაწერით (Finale-ს ან Sibelius-ის პროგრამაში აკრეფილი საკონკურსო ნაწარმოების ელექტრონული ვერსია); სამუსიკათმცოდნეო კონკურსისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს ნაშრომი 6 ეგზემპლარად და ტექსტის ელექტრონული ვერსიის CD.
  • საკონკურსოდ შემოტანილი მასალა ავტორებს უკან არ უბრუნდება.
  • საკონკურსო მასალა (ნაწარმოები/ნაშრომი, ავტორის საკონტაქტო მონაცემები, საზოგადოებრივი გამოხმაურების ამსახველი მასალა - რეცენზიები, გადაცემები და სხვა) უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, წარწერით კონკურსისათვის „2016 წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ ან კონკურისისათვის „2016 წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი“;
  • საკონკურსო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 16 ნოემბრის 17.00 საათი.

კონკურსის ჩატარების განრიგი:
  • საკონკურსო მასალების მიღება იწყება 2016 წლის 1 ნოემბრიდან. მასალების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 ნოემბრის 17 საათი;
  • კონკურსის „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ I და II ტური გაიმართება 2016 წლის 24 და 25 ნოემბერს;
  • კონკურსის „წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი“ I და II ტური გაიმართება 2016 წლის 28 და 29 ნოემბერს;
  • კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა გასაჯაროვდება 2016 წლის 5 დეკემბერს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კონსულტაციები გაიმართება ოთხშაბათობით, 15:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტში, ტელ: 293 14 88.
 

კონკურსი ქანდაკების ესკიზის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს ღია კონკურსს ქ.ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაერო-ს ხელოვნების კოლექციაში განსათავსებელი ქანდაკების ესკიზის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად.

მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ: კონკურსის პირობები

                                  გაეროს შტაბ-ბინის ფოიეს ფოტოები

კონკურსი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, "კულტურის დედაქალაქის" პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს პროექტის "საქართველოს კულტურის დედაქალაქი" ბრენდ-პაკეტის შემუშავებასა და მარკეტინგული სტრატეგიის მომზადებაზე.

"საქართველოს კულტურის დედაქალაქი“ საპილოტე პროექტია, რომელიც "კულტურის დედაქალაქის" პროგრამის შესაძლებლობების შესახებ რეგიონებში ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.
"კულტურის დედაქალაქის" პროგრამა გულისხმობს რეგიონის კულტურული რესურსების სწორად შეფასებასა და გამოყენებას, გრძელვადიანი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვასა და სხვა.

კონკურსის პირობები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. 

კონკურსი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეების ორგანიზებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის მომზადებასა და ბრენდ-პაკეტის შემუშავებაზე.

საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეები მოიცავს ქვეყნის უძველესი ტრადიციების, ისტორიული ფაქტებსა და სამუზეუმო კოლექციების, ცნობილი დასებისა და კოლექტივების წარმოდგენებს. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებისა და ახალი მიმართულებების ჩვენება, რათა მსოფლიო ასპარეზზე საქართველო წარმოდგენილი იყოს, როგორც თანამედროვე დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა.

ღონისძიების მაღალ დონეზე განხორციელების მიზნით, სამინისტრომ პროექტისათვის ბრენდ-პაკეტის შემუშავებასა და მარკეტინგული სტრატეგიის მომზადებაზე კონკურსი 2016 წლის 18 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

წინადადებების მიღება იწყება 2016 წლის 15 მაისს და დასრულდება 2016 წლის 20 მაისს, 13.00 საათზე.

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული. 

„ჩხიკვთა ქორწილი“ - კონკურსი უსინათლო და სმენადაქვეითებული პირებისთვის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს უსინათლო და სმენადაქვეითებული პირებისთვის ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილი“ ადაპტირებული ვერსიის შექმნაზე.

1. კონკურსის მიზანი:

ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილი“ ადაპტირებული ვერსიის შექმნა უსინათლო და სმენადაქვეითებული პირების ფილმისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილი“ ადაპტირებული ვერსიის შექმნას ხელი შეეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ღონისძიებიდან „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა“.

2. კონკურსის პირობები:
 
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს, რომელსაც ანალოგიური პროდუქციის შექმნის გამოცდილება გააჩნია;
  • სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს;
  • პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტს;
  • უსინათლოებისთვის ფილმის ადაპტირებული ვერსიის ხმოვანი ტექსტი უნდა აღწერდეს ფილმში მიმდინარე მოვლენებს, ვითარებას და მასში ფილმის დიალოგები შენარჩუნებული უნდა იყოს ორიგინალის სახით, ხოლო სმენადაქვეითებულბისთვის ფილმს ქართულ ჟესტურ ენაზე უნდა გასდევდეს ფილმის დიალოგები და ხმოვანი რიგი;
  • ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილი“-ს ადაპტირებული ვერსიის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს;
  • კონკურსში გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს და რეკომენდაციას შეიმუშავებს საკონკურსო კომისია;
  • კონკურსში გამარჯვებულმა სამინისტროს უნდა გადასცეს ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილი“ ადაპტირებული ვერსია ვიდეო ფაილის სახით და ასევე DVD დისკზე ჩაწერილი, ტირაჟით 10 ეგზემპლარი.

3. საკონკურსო პროექტის წარმოდგენის პირობები:
 
  • პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმის შესაბამისად (www.culrure.gov.ge) და მას უნდა ერთვოდეს წერილი მინისტრის სახელზე კონკურსის დასახელების მითითებით და საკითხის მოკლე აღწერით. პროექტს უნდა ერთვოდეს: ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილი“ საავტორო უფლებების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფილმის ადაპტირებული ვერსიის ჯგუფის წევრთა ფილმოგრაფია, კოორდინატები, ფილმის ადაპტირებული ვერსიის სინოფსისი 1 გვერდამდე, ფილმის 2 წუთიანი საპილოტე ადაპტირებული ვერსია დისკზე ჩაწერილი, რომელიც უნდა შეცავდეს ხმოვან ტექსტს და ორიგინალურ დიალოგებს, ასევე ქართულ ჟესტურ ენაზე დიალოგებს და ხმოვან რიგს.
  • პროექტი და თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს CD ვერსიის სახითაც, მასზე მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირის სახელწოდება;
  • თანადაფინანსების მქონე პროექტს უნდა ერთვოდეს თანადამფინანსებლის საგარანტიო წერილი;

4. კონკურსის განრიგი
 
  • საკონკურსო პროექტების მიღება იწყება 2016 წლის 18 აპრილიდან;
  • პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 3 მაისის 18:00 სთ;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტების განხილვა შედგება 2016 წლის 10 მაისს;
  • კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება 2016 წლის 13 მაისს;
  • პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის ბოლომდე;
  • კონკურსზე შემოტანილი მასალა უკან არ ბრუნდება;
  • პროექტი და ყველა თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

კონსულტაციები გაიმართება ყოველ ოთხშაბათს, 14:00 საათიდან 16:30 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტში (ტელ: 299 04 80).

განაცხადის ფორმა

„მე ვხედავ მზეს“ - კონკურსი უსინათლო და სმენადაქვეითებული პირებისთვის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს უსინათლო და სმენადაქვეითებული პირებისთვის მხატვრული ფილმის „მე ვხედავ მზეს“ ადაპტირებული ვერსიის შექმნაზე.

1. კონკურსის მიზანი:

მხატვრული ფილმის „მე ვხედავ მზეს“ ადაპტირებული ვერსიის შექმნა უსინათლო და სმენადაქვეითებული პირების ფილმისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. მხატვრული ფილმის „მე ვხედავ მზეს“ ადაპტირებული ვერსიის შექმნას ხელი შეეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ღონისძიებიდან „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა“.

2. კონკურსის პირობები:
 
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს, რომელსაც ანალოგიური პროდუქციის შექმნის გამოცდილება გააჩნია;
  • სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს;
  • პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტს;
  • უსინათლოებისთვის ფილმის ადაპტირებული ვერსიის ხმოვანი ტექსტი უნდა აღწერდეს ფილმში მიმდინარე მოვლენებს, ვითარებას და მასში ფილმის დიალოგები შენარჩუნებული უნდა იყოს ორიგინალის სახით, ხოლო სმენადაქვეითებულებისთვის ფილმს ქართულ ჟესტურ ენაზე უნდა გასდევდეს ფილმის დიალოგები და ხმოვანი რიგი;
  • სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „მე ვხედავ მზეს“ ადაპტირებული ვერსიის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 სთ და 30 წუთს;
  • კონკურსში გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს და რეკომენდაციას შეიმუშავებს საკონკურსო კომისია;
  • კონკურსში გამარჯვებულმა სამინისტროს უნდა გადასცეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „მე ვხედავ მზეს“ ადაპტირებული ვერსია ვიდეო ფაილის სახით და ასევე DVD დისკზე ჩაწერილი, ტირაჟით 10 ეგზემპლარი.

3. საკონკურსო პროექტის წარმოდგენის პირობები:
 
  • პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმის შესაბამისად (www.culrure.gov.ge) და მას უნდა ერთვოდეს წერილი მინისტრის სახელზე კონკურსის დასახელების მითითებით და საკითხის მოკლე აღწერით. პროექტს უნდა ერთვოდეს: მხატვრული ფილმის „მე ვხედავ მზეს“ საავტორო უფლებების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფილმის ადაპტირებული ვერსიის ჯგუფის წევრთა ფილმოგრაფია, კოორდინატები, ფილმის ადაპტირებული ვერსიის სინოფსისი 1 გვერდამდე, ფილმის 2 წუთიანი საპილოტე ადაპტირებული ვერსია დისკზე ჩაწერილი, რომელიც უნდა შეცავდეს ხმოვან ტექსტს და ორიგინალურ დიალოგებს, ასევე ქართულ ჟესტურ ენაზე დიალოგებს და ხმოვან რიგს.
  • პროექტი და თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს CD ვერსიის სახითაც, მასზე მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირის სახელწოდება;
  • თანადაფინანსების მქონე პროექტს უნდა ერთვოდეს თანადამფინანსებლის საგარანტიო წერილი;

4. კონკურსის განრიგი
 
  • საკონკურსო პროექტების მიღება იწყება 2016 წლის 18 აპრილიდან;
  • პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 3 მაისის 18:00 სთ;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტების განხილვა შედგება 2016 წლის 10 მაისს;
  • კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება 2016 წლის 13 მაისს;
  • პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის ბოლომდე;
  • კონკურსზე შემოტანილი მასალა უკან არ ბრუნდება;
  • პროექტი და ყველა თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
კონსულტაციები გაიმართება ყოველ ოთხშაბათს, 14:00 საათიდან 16:30 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტში (ტელ: 299 04 80).

განაცხადის ფორმა

სამინისტრო აცხადებს კონკურსს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს "საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა ღონისძიებების (გამოფენა, კონცერტი, საღამო) ხელშეწყობა".

კონკურსის დებულება

კონკურსის პირობები

განაცხადის ფორმა

კონკურსი კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.

იხილეთ სსიპ „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის გზით შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო პირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
კონკურსი ღიაა და საჯარო და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (საქართველოს მოქალაქეს), რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  1. უმაღლესი განათლება;
  2. არანაკლებ 3 წლის მმართველობითი მუშაობის გამოცდილება;
  3. ორგანიზატორული უნარჩვევები და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
  4. გუნდური მუშაობის გამოცდილება, ადამიანური რესურსების მართვა და კომუნიკაბელურობა;
  5. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  6. კინოხელოვნების სპეციფიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
  7. საერთაშორისო კინოინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და კინოფონდებთან მუშაობის/თანამშრომლობის გამოცდლება და მათი სისტემური ორგანიზაციის ცოდნა;
  8. შემუშავებული ჰქონდეს კინოცენტრის და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა და სამწლიანი გეგმა;
  9. საჯარო სექტორის და კულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.
  10. კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს - პირადი განცხადება, ავტობიოგრაფია (რეზიუმე/CV), კინოცენტრის და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა და სამწლიანი გეგმა (არაუმეტეს 5 ფურცლისა; სლაიდების შემთხვევაში არაუმეტეს 15 სლაიდისა), ორი რეკომენდაცია (კოლექტიური ან ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის შემთხვევაში ერთი). სრული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ ეგზემპლიარად, როგორც მატერიალური (ნაბეჭდი) ასევე ელექტრონული ფორმით (CD დისკზე). განცხადებაში სავალდებულოა პირადი ნომრის, ელ-ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის და  საკონტაქტო მონაცემის (მისამართის) მითითება.

კონკურსის განრიგი
 
  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადები მიიღება 2016 წლის 29 მარტიდან;
  2. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 აპრილი 17:00 საათი;
  3. კანდიდატებთან კონსულტაციები გაიმართება ოთხშაბათს (30 მარტს), 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. ელ-ფოსტა: Mariam_jibladze1@yahoo.com

სამინისტრო აცხადებს კონკურსს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2016 წლის „ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში გამოფენების და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობაზე

1. კონკურსის მიზანი
 
  • საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი, ფოტოხელოვნება, მულტიმედია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებები) წარმოჩენა თბილისსა და რეგიონებში თემატური, ჯგუფური, თუ პერსონალური გამოფენების მოწყობით, ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.

2. კონკურსის პირობები
 
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ღონისძიებიდან „სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა“ ხელი შეეწყობა პროექტებს თბილისსა და რეგიონებში გამოფენების და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების მოსაწყობად;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სახვითი ხელოვნების სფეროში მოღვაწე იურიდიულ პირებს;
  • კონკურსში დაიშვება კონკურსანტის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი მხოლოდ 1 პროექტი;
  • სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს;
  • პრიორიტეტი მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს, ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმომჩენ პროექტებს;
  • კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს საკონკურსო კომისია.

3. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის პირობები
 
  • პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმის შესაბამისად (იხილეთ თანდართულ ფაილში) და მას უნდა ერთვოდეს წერილი მინისტრის სახელზე საკითხის მოკლე აღწერით. წერილში აღნიშნული უნდა იყოს კონკურსის სახელწოდება (კონკურსი - „თბილისსა და რეგიონებში გამოფენების და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობა“). პროექტი და ყველა თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს CD ვერსიის სახითაც (CD ვერსიაზე იურიდიული პირის სახელწოდება).
  • თანადაფინანსების მქონე პროექტს უნდა ერთვოდეს   - თანადამფინანსებლის საგარანტიო წერილი;
  • პროექტს უნდა ერთვოდეს - საგარანტიო წერილი იმ ორგანიზაციიდან, სადაც დაგეგმილია გამოფენა;

  4.  კონკურსის განრიგი
 
  • საკონკურსო პროექტების მიღება იწყება 2016 წლის 1 მარტიდან;
  • პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 მარტის 18:00 სთ;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტების განხილვა შედგება 2016 წლის 31 მარტს;
  • კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება 2016 წლის 5 აპრილს;
  • პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის ბოლომდე;
  • კონკურსზე შემოტანილი მასალა უკან არ ბრუნდება;
  • პროექტი და ყველა თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

კონსულტაციები გაიმართება ყოველ ოთხშაბათს 14:00 საათიდან 18:00 საათამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტში (ტელ: 299 9037).

განაცხადის ფორმა
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthიანვარი 2021Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567
© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge