მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით გადაწყვეტა;
ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.
- მედია-კომუნიკაციის სამმართველო
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო
- პროტოკოლის სამმართველო
- მინისტრისა და მოადგილეების თანაშემწეები
- მინისტრის მრჩევლები