Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტი შეიმუშავებს სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პრიორიტეტული ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა;

ბ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებებისათვის სამინისტროს წინადადებების მომზადება;

გ) ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა, წარდგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება;

დ) სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

ე) წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი;

ვ) საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება;

ზ) სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა;

თ) სამინისტროს მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ი) სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფინანსური რესურსების ოპტიმალური წინადადებების შემუშავება;

ლ) სამინისტროში სამინისტროს მიერ რეალიზებული პროექტების ფინანსური იდენტურობის ანალიზი;

მ) პრიორიტეტების მიხედვით პროგრამების შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად ფინანსურ- ეკონომიკური ანალიზი და ეფექტიანობის შეფასება.
  •  
  •  
  •  
facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthაპრილი 2021Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789
© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
info@culture.gov.ge