ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართული ფუნქციონირების, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა;
გ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა.