იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართ- ველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ბ) სხვადასხვა უწყებიდან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან შემოსული, აგრეთვე უშუალოდ სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა.