სამინისტროს დებულება
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №96
2018 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება.
მუხლი 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილება. 2. „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება